LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის კალათები განაწილებულია: გერმანია და ნიდერლანდები მეორე კალათაში არიან – ველოდებით 1 აპრილს

54
16469788731478

ცნობილი გახდა, რომელი გუნდები მოხვდებიან პირველ კალათაში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას.

შემადგენლობა საბოლოოდ განისაზღვრა პორტუგალიის ნაკრების პლეი-ოფში გამარჯვებისა და მუნდიალის საგზურის მოპოვების შემდეგ.
პირველი კალათი ასეთი იქნება:
ყატარი (მასპინძელი ქვეყანა), ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია.

ამრიგად, მეორე კალათში მოხვდებიან: გერმანია, ნიდერლანდები, დანია, შვეიცარია და ურუგვაი. მეორე კალათის საგზურები მოიპოვეს ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლებმა – მექსიკამ და აშშ-მ.

მესამე კალათაში აღმოჩნდებიან: სენეგალი, ირანი, კორეა, მაროკო, პოლონეთი, სერბეთი, იაპონია და ტუნისი.

მეოთე კალათას წარმოადგენენ კანადა, განა, კამერუნი, საუდის არაბეთი, ეკვადორი, ასევე ევროპის ერთი დარჩენილი გუნდი (უელსი, შოტლანდია ან უკრაინა) და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფების გამარჯვებული.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 პარილს ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები