მსოფლიო ჩემპიონატმა საფრანგეთი და ხორვატია ბევრად უფრო მოთხოვნადი დანიშნულებები გახადა. მთავარი საფეხბურთო მოვლენის ფინალისტები ამ ზაფხულის ყველაზე პოპულარული ქვეყნები გახდნენ. როგორც ჩანს, ფეხბურთი მხოლოდ ამ სპორტის გულშემატკივრებზე არ მოქმედებს და ის გავლენას ყველა სფეროზე, მათ შორის – ტურიზმზეც ახდენს.
ექსპერტებმა საფრანგეთისა და ხორვატიის მიმართულებით შეძენილი ბილეთების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებელს შეადარეს და მთელი 20%-იანი ზრდა დააფიქსირეს. ამასთან, საინტერესოა რომ ალტერნატიული მიმართულებებით, მაგალითად ესპანეთში, იტალიასა თუ პორტუგალიაში – მოთხოვნის ზრდა მხოლოდ 6%-ს შეადგენდა. ფინალისტებს ყველაზე მეტი ტურისტი ივლისისა და აგვისტოს თვეში ეყოლებათ.