ფიფა თამამ სიახლეებს და ინიციატივებს არ ეშვება.
სულ ახლახან ჯანი ინფანტინომ თქვა 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას 32 გუნდის ნაცვლად 48 გუნდი მიიღებსო.
ფიფას პრეზიდენტის ახალი ინიციატივა კი მონაწილე გუნდების გარდა მასპინძელ ქვეყნებს ეხება: მათი რაოდენობაც უნდა გაიზარდოს.
“ჩვენ ხელს შევუწყობთ თანამასპინძელ ქვეყნებს. ფიფა მზად არის გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატს შესაძლოა 2, 3 ან 4-მა ქვეყანამ ერთდროულად უმასპინძლოს. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები ერთმანეთთან ახლოს იქნებიან“, – განაცხადა ჯანი ინფანტინო.