ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი, იგივე “ჰალკი” საქართველოში გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნდა. ის მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია, ვინაიდან მან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოში ჩამოსულ ჩემპიონს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები დახვდნენ. ამის შესახებ World Of Sport Legends-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერეს.
“მარტო ოჯახი დახვდა.. მსოფლიო მოიგო მაგრამ არავინ დააფასა. მერე რომ გამოვა სხვა ქვეყნის სახელით დაიწყება მოღალატეაო, დავაფასოთ ბიჭი”, – წერია World Of Sport Legends
ქართველ ჰალკს ერთი რაუნდიც არ წაუგია.
ქართველმა მკლავჭიდელმა რუსი დაამარცხა და მსოფლიოში უძლიერესი გახდა (ვიდეო)
ტურნირში ჰალკმა ყველა მეტოქე 6:0 დაამარცხა – მათ შორის რუსი ვიტალი ლალეტინი, რომელსაც ფინალში დაუპირისპირდა. შეჯიბრების ფინალი 9 დეკემბერს, პოლონეთში, ქალაქ რუმიაში გაიმართა.
https://www.facebook.com/1652712598326230/photos/a.1801356853461803/2428209927443156/?type=3&theater