LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ეთერი ლიპარტელიანია და ასე მალე დაგავიწყდათ?”

435
big-4bcdb78c00381754fce85c834138e7bd2698ab4d01b488a4bb5d55f4bbd2fc574oidqjo

უკრაინაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, დავით ავალიშვილი სოციალურ ქსელში წარმატებულ ქართველ სპორტსმენზე ეთერ ლიპარტელიანზე წერს. ავალიშვილი საზოგადოებას ქართველი ძიუდოისტი გოგონას მიღწევებს ახსენებს. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი ქვეყნის დედაქალაქში ბინას არ უნდა ქირაობდეს, ის საკუთარი საცხოვრებლით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

პირველი ქართველი ქალი: ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

მეგობრებო,  ეს ეთერი ლიპარტელიანია და, ასე მალე დაგავიწყდათ?

გავახსენებ ჩვენს მთავრობას და, კიდევ იმ ბიზნეს ელიტას, ვისაც საახალწლო, საშობაო სასწაულის გაკეთება შეუძლია და, ამ გოგოს, ბინას აჩუქებენ !

2019 წლის საუკეთესო ძიუდოისტი, რომელმაც ისტორიული შედეგები დადო და, საქართველოს ძიუდო, საქართველოს სპორტი ასახელა 

ეთერ ლიპარტელიანმა ის შედეგი დადო და, ის გმირობა გააკეთა, ვისაც ქართულ ძიუდოს ისტორიაში, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს დროს, არასოდეს არავის გაუკეთებია!!

გახდა ევროპის ჩემპიონი
გახდა მსოფლიოს ჩემპიონი
გახდა ევროპის ჩემპიონი 23-ე

ეს პირადულში და, გუნდურშიც, ყველაზე საუკეთესო შედეგები აჩვენა !
რომ არა ეთერი, არცერთი მედალი გუნდურში არ გვექნებოდა 

ხომ ეკუთვნის ამ გმირ გოგოს, რომ თბილისში საკუთარი ბინა ჰქონდეს და, არ იქირაოს???

თუ არ გააკეთა ის გმირობა საქართველოს სადიდებლად, რომ ერთი ბინა სახელმწიფომ, ან სპორტის სამინისტრომ გამოუყოს???!

ერთადერთი გოგონაა საქართველოს ისტორიაში, ვინც ყველა რეკორდი მოხსნა და, სირცხვილი ჩვენ, რომ ამაზე გვიწევს დიდი ბრძოლები !

ეთერი ლიპარტელიანს მიეცით ბინა.
დაიმსახურა და, ეს ფაქტია!  – წერს დავით ავალიშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები