გუშინ თბილისსა და ქუთაისში სტარტი აიღო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატმა. პირველ სათამაშო დღეს სამივე ჯგუფში ორ–ორი შეხვედრა გაიმართა.
A ჯგუფი
ინგლისელებმა სამოა 74-17 გაანადგურეს და Aჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ, რაც შეეხება ავსტრალიას, კენგურუებმა უელსს 24-17 სძლიეს.
- ინგლისი – 5 ქ
- ავსტრალია – 4 ქ
- უელსი – 1 ქ
- სამოა – 0 ქ
B ჯგუფი
ახალმა ზელანდიამ შოტლანდიას 42-20 სძლია, იტალიამ კი ერთქულიანი სხვაობით 21-22 დაამარცხა ირლანდია.
- ახალი ზელანდია – 5 ქ
- იტალია – 4 ქ
- ირლანდია -1 ქ
- შოტლანდია – 0 ქ
C ჯგუფი
სადებიუტო შეხვედრა არგენტინასთან უმცროსი ბორჯღალოსნების მარცხით დასრულდა. ვერცხლისქვეყნელებმა 37-26 გაიმარჯვეს. მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს შორის ფრე 23-23 დაფიქსირდა.
- არგენტინა – 5 ქ
- საფრანგეთი – 2 ქ
- სამხრეთ აფრიკა – 2 ქ
- საქართველო – 0 ქ
ჯგუფური ეტაპის მომდევნო,მეორე ტურის მატჩები 4 ივნისს გაიმართება.