LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიომ, შესაძლოა, ნავთობის მიწოდების უპრეცედენტო შეფერხება განიცადოს – OPEC

121
247218198_44_0_1000_541_1920x0_80_0_0_235731928939bc6fd23bedc9c5ef4a1e

OPEC აცხადებს, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსული ნავთობის მიწოდების ანაზღაურებას, – ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

OPEC-ის გენერალური მდივნის მოჰამედ ბარკინდოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად, მსოფლიო ბაზარმა შეიძლება, დაახლოებით, 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს დღე/ღამეში. “რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფერხება ისტორიაში, დაკარგული მოცულობის ანაზღაურება შეუძლებელია”, – განმარტავს მოჰამედ ბარკინდო.

მისივე თქმით, ამჟამინდელი მოთხოვნის პროგნოზის გათვალისწინებით, თითქმის შეუძლებელი იქნება ამ მასშტაბის მოცულობის დანაკარგის კომპენსირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g