მოგზაურები მთელი მსოფლიოდან მასობრივად ლიბიისკენ ისწრაფვიან, მიზეზი სოც-ქსელებში გავრცელებული საშიში ტრენდია. ამის შესახებ Daily Mail წერს.
ლიბიას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს, ყოველწლიურად 90 ათასი ტურისტი სტუმრობს. წყაროს ინფორმაციით, ვიზიტორები სიცოცხლის რისკის ფასად იღებენ კონტენტს, რომელიც შემდეგ Tiktok-ში მილიონობით ნახვას აგროვებს.
მოგზაურები გამომწერებს უდაბნოს პეიზაჟებთან და ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან გადაღებული ვიდეო რგოლებით იზიდავენ. ავანტიურისტები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკურად არასტაბილური სახელმწიფოს მონახულება შესაძლოა უსაფრთხო იყოს, თუკი ტურისტი სიფრთხილეს დაიცავს. თუმცა, სპეციალისტების აზრით, სოც-ქსელებში პოპულარობის გამო ასე გარისკვა ნამდვილად არ ღირს.