LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველა დროის 20 საუკეთესო გუნდი

706447-21412632-1600-900

ამბობენ, გვარდიოლას და მესის „ბარსელონა“ ყველა დროის საუკეთესო გუნდიაო. ეს დავა და კამათი იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენი ხანიც ფეხბურთი და ადამიანი იარსებებს. დაზუსტებით ვერავინ იტყვის რომელი გუნდი რომელს ჯობს, როდესაც ისინი ერთ ეპოქაში არ თამაშობდნენ.
ახლა კი 21-ე საუკუნეს შევეშვათ და მე-20-ს დავუბრუნდეთ.

ფეხბურთელების, მწვრთნელების და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დადგინდა ფეხბურთის ისტორიაში 20 საუკეთესო გუნდი და გატანილი გოლი.

გამოკითხვით შედეგად ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო გუნდად 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები დასახელდა, გუნდი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ყველა შეხვედრა მოიგო.

მეორეზე გავიდა უნგრეთის “დიდი გუნდი”, რომელიც 1950-1954 წლებში ბრწყინავდა და რომ არა უიღბლობა, ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებულ ტიტულს მსოფლიო ჩემპიონობასაც მიამატებდა.

მესამე ადგილი “ტოტალური ფეხბურთის” დამაარსებელს, 1974 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიის ნაკრებს ერგო.

საუკეთესო ოცეულში მომდევნო ადგილზე გავიდნენ:

4. “მილანი” – 1989-1990
5. ბრაზილია – 1958 (მსოფლიო ჩემპიონი)
6. მადრიდის „რეალი“ – 1956-1960 (ჩემპიონთა თასის 5-გზისა და საკონტინენტთაშორისო თასის პირველი გამარჯვებული)
7. ბრაზილია – 1982
8. “ბარსელონა” 1991-1994 (ევროპის ჩემპიონთა და სუპერთასის მფლობელი, ესპანეთის 4-გზის ჩემპიონი, სამეფო თასის და ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული)
9. იტალია – 1934-1938 (მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული)
10. საფრანგეთი – 1998-2000 (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი)
11. “რივერ პლეიტი” – 1946-1950 (არგენტინის მრავალგზის ჩემპიონი)
12. “აიაქსი” – 1971-1973 (ევროპის ჩემპიონთა 3-გზის და სუპერთასის 2-გზის გამარჯვებული, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი)
13. “ბაიერნი” – 1974-1976 (ევროპის ჩემპიონთა თასის 3-გზის გამარჯვებული, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი)
14. “სელტიკი” – 1967 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
15. საფრანგეთი – 1984 (ევროპის ჩემპიონი)
16. დანია – 1986
17. მადრიდის “რეალი” – 1998 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
18. “ტოტენჰემ ჰოთსპური” – 1961 (ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელი)
19. “ლივერპული” – 1977 (ჩემპიონთა თასის მფლობელი)
20. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 1999 (ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, ინგლისის ჩემპიონი და თასის მფლობელი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები