LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი რინუს მიხელსია

922
michelsvi01_1024

ფრანგული France Football ურთულეს მისიას შეეჭიდა. ცნობილმა გამოცემამ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელის გამოვლენა გადაწყვიტა. გამოქვეყნდა 50 საუკეთესო მწვრთნელის რეიტინგი. პირველ ადგილზე კი ჰოლანდიელი სპეციალისტი რინუს მიხელსი გავიდა.

მიხელსი იყო „აიაქსის,“ „ბარსელონასა“ და ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი, სწორედ ის მიიჩნევა ტოტალური ფეხბურთის დამფუძნებლად, რამაც რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო ფეხბურთში.

1988 წელს ჰოლანდიის უძლიერესმა და დიდებულმა ნაკრებმა (ვან ბრიოკელენი, რონალდ კუმანი, ფრანკ რაიკარდი, რუუდ გულიტი, მარკო ვან ბასტენი და სხვები) სწორედ რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით მოიგო ევროპის ჩემპიონატი.
ბუნებრივია უამრავი ჯილდო აქვს მოგებული საკლუბო დონეზე.

მეორე ადგილზე გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული შოტლანდიელი თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი. მესამეა 90-იანების უძლეველი „მილანისა“ (აქაც რაიკარდი-გულიტი-ვან ბასტენი) და იტალიის ნაკრების მწვრთნელი არიგო საკი.

ათეულში ასევე მოხვდნენ: იოჰან კრუიფი, ხოსეპ გვარდიოლა, ვალერი ლობანოვსკი, ელენიო ერერა, კარლო ანჩელოტი, ერნსტ ჰაპელი და ბილ შენკლი.

რადგან რთულია სხვადასხვა ეპოქების შედარება, კრიტერიუმად აიღეს ის, თუ რამდენად დიდი როლი ითამაშა ამა თუ იმ მწვრთნელმა ფეხბურთის განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები