ავსტრალიაში დაფუძნებულმა საავიაციო უსაფრთხოების სარეიტინგო სააგენტომ Airline Ratings მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო და იაფი ავიაბილეთების მქონე ავიაკომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიაში მოხვედრამდე კომპანიები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ, კერძოდ, სერიოზული ინციდენტები, ფატალურად დასრულებული უბედური შემთხვევები, აუდიტი, შემოსავლიანობა, უსაფრთხოების კუთხით გამოჩენილი ინიციატივები, პილოტების მომზადება და ფლოტის ასაკი. შეფასებისას არ ითვალისწინებენ ისეთ ფაქტებს, როგორებიცაა ფრინველების შეჯახება, ტურბულენტობისას მიღებული ტრავმები, ამინდის შეცვლა და მეხის დარტყმა, რადგან ავიაკომპანიებს ამ მოვლენების კონტროლი არ შეუძლიათ.
რეიტინგის ხუთეულში მოხვდნენ: Jetstar, easyJet, Ryanair, Wizz Air და Norwegian.
