სათამაშოების მაღაზიათა ცნობილმა ქსელმა „პეპელამ“ და XS სათამაშოები – „მონოპოლი“ ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა. მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემა თამაშს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. „მონოპოლის“ ქართული ვარიანტის გამოყენებით, შეგვიძლია, თამაშის პროცესში უფროსი თაობაც ჩავრთოთ და მათი ყოველდღიურობა უფრო გავახალისოთ.
შეგახსენებთ, „მონოპოლი“ საოცრად აზარტული, სახალისო და ამავდროულად, სერიოზული და საინტერესო თამაშია. ის მოითხოვს მოქნილობას, კრიტიკულ აზროვნებას, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს, ეს პროცესი კი განვითარებაში გვეხმარება.
სამაგიდო თამაშის – „მონოპოლიის“ შექმნიდან უკვე 85 წელი გავიდა, თუმცა ის მაინც მოთხოვნადი და აქტუალურია. „მონოპოლი“ სამშობლოდან – ანუ, დიდი ბრიტანეთიდან მსოფლიოს გარშემო უკვე წლებია „მოგზაურობს“. მისი თითოეული ახალი გამოცემა კი ერთმანეთზე უკეთესია.