მსოფლიოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ ოფიციალური მონაცემებით სამ მილიონს გადააჭარბა და 3 003 352-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია worldometers-მა გაავრცელა.
ამასთან, გლობალური მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 882 567 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა როდენობა 207 094-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 856 057-ია, ხოლო კრიტიკულად მძემედაა 57 634 პაციენტი.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს, შემდეგ იტალია, საფრანგეთი და გერმანია მოდიან.
ევროპაში კორონავირუსი უკან იხევს: ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი ვირუსის გავრცელების პიკია