LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში კორონავირუსი უკან იხევს: ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კი ვირუსის გავრცელების პიკია

334
Coronavirus-Turkey-map-turkey-coronavirus-cases-latest-news-coronavirus-turkey-latest-news-2370094

კორონავირუსის პანდემიამ რამდენიმე ქვეყანაში უკან დაიხია. თავად ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა,ბოლო 24 საათში მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამ მონაცემებამდე შორსაა.

ლეტალურმა რაოდენობამ იკლო იტალიაში, სადაც  კვირას 260 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 155-ით ნაკლებია წინა დღეზე და ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მარტის შემდეგ.  ქვეყანას, რომელიც ევროპაში პირველი შეეჯახა ეპიდემიას, ამ დროისთვის 27 ათას ადამიანზე მეტი გარდაცლილი ჰყავს. 65 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, 106 ათასი კი გამოჯანმრთელებას ელოდება.

პოზიტიური დინამიკა იტალიელებს ეხმარება კარანტინის შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყონ. მილანში სუფთა ჰაერის შენარჩუნებას პანდემიის შემდეგაც გეგმავენ. სურთ, ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება შეამცირონ.

იტალიის მეზობელ საფრანგეთში კვირას 242 ადამიანის სიკვდილი დაფიქსირდა. მთლიანობაში საფრანგეთში გარდაცვლილთა რიცხვი 23 ათასს უახლოვდება. ფრანგების უმრავლესობა ემორჩილება კარანტინის წესებს, დადიან ნიღბებით და ზედმიწევნით იცავენ დისტანციას.

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ...

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების კვლავ მაღალი მაჩვენებელია. უდიდეს ქალაქებში გამოსასვლელ დღეებში კომენდანტის საათი მოქმედებს.
ამ დროისთვის თურქეთი პანდემიის პიკზეა.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების რთული გამოცდა ცხოველთა სამყაროსთვის ამოსუნთქვის საშუალებად იქცა. ბოსფორის სრუტეში ახლა თავისუფლად დაცურავენ დელფინები. სანამ სტამბოლელები სახლებში რჩებიან და სამგზავრო და თევზმჭერი გემები სანაპიროზე გაჩერებულები არიან, დელფინები თავისუფლად ნადირობენ თევზით მდიდარ სრუტეში.

ავიარეისების გაუქმება კი სავარაუდოდ უკვე „შეაფასეს“ გადამფრენმა ფრინველებმა, რომლებიც ახლა თურქეთის ტერიტორიის გავლით ბრუნდებიან თბილი ქვეყნებიდან.

 

ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 645-ს მიაღწია, 21 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღეიდან ქვეყანა ინფექციის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.

რთული მდგომარეობაა რუსეთში. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 81 000-ს მიაღწია, გარდაცვლილია 747 ადამიანი.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსის 900-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ჩვენი მეზობელი ქვეყნები თურქეთი და რუსეთი იმ ათ ქვეყანაში რჩებიან, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა, ამიტომ საქართველოს იმედისმომცემი შედეგები არ უნდა გახდეს მოდუნების მიზეზი, აცხადებენ სპეციალისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g