რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანიამ nuTonomy-მ სინგაპურში ორი მოდელის: Renault Zoe-ს და Mitsubishi i-MiE-ს ექვსი ელექტრომობილი გაუშვა. მეცნიერ-ტექნიკოსების 50-კაციანმა ჯგუფმა Uber-ს აჯობა, რომელიც ახლო მომავალში ასევე გეგმავს უპილოტო ტაქსის გამოშვებას.
ტაქსის გამოძახება სმარტფონით, nuTonomy-ის სპეციალური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. კომპანიის პროგნოზით, ახალი მომოსახურებით რამდენიმე ათასი კლიენტი ისარგებლებს.
nuTonomy-ს ავტომობილი Lidar-ის აღმოჩენის ოპტიკურ სისტემაზე მუშაობს – ავარიებისგან დაცვის და გზაზე უკეთ ორიენტაციის მიზნით, ლაზერი ავტომობილის სიახლოვეს არსებულ ობიექტებს ასკანირებს, მერე კი, სიგნალს კი მართვის სისტემას გადასცემს. ავტომობილები ორი კამერითაა აღჭურვილი, რომლებიც შუქნიშნის სიგნალს იჭერენ და ავსებენ ლაზერის მონაცემებს წინაღობებსა და მოძრავ ობიექტებზე.
ჯერჯერობით უპილოტო ტაქსის სამსახური ტესტურ რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ სინგაპურის საქმიან ცენტრშია ხელმისაწვდომი.