LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები ოქტომბერში 13,6%-ით შემცირდა

122
air cargo

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ოქტომბერში მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 13,6%-ით შემცირდა.

“მიუხედავად რთული გარემოებებისა, საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მაჩვენებელი კვლავ მდგრადობას აჩვენებს”, – IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა. მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი სექტემბერთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა, თუმცა გასული წლის „გამონაკლის“ დონეს ვერ მიაღწია. უოლშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრაფიკის ტრადიციული სეზონური ზრდა მოსალოდნელია წლის ბოლოს, მაგრამ აღიარა, რომ ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც გამოიწვია საერთო ვარდნა, გაგრძელდება 2023 წლამდე და საჭიროებს დიდ ყურადღებას.

2021 წელთან შედარებით კლება ფიქსირდება მსოფლიოს ყველა რეგიონში. ყველაზე დიდი ვარდნაა ევროპაში (18,8%-ით), ახლო აღმოსავლეთში (15%-ით) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (14,7%-ით). ტრანსპორტირების დინამიკაზე ძირითად გავლენას ახდენს ახალი საექსპორტო შეკვეთების შემცირება, რაც ფიქსირდება ყველა ბაზარზე ჩინეთისა და სამხრეთ კორეის გარდა.

IATA მოქმედებს როგორც გლობალური კოორდინატორი ფრენის უსაფრთხოებისა და სატარიფო პოლიტიკის სფეროში, ავითარებს საერთაშორისო სტანდარტებს საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის, ანიჭებს საიდენტიფიკაციო კოდებს აეროპორტებს, ავიაკომპანიებს და თვითმფრინავების ტიპებს. ორგანიზაცია ამჟამად წარმოადგენს დაახლოებით 290 ავიაკომპანიას, რომლებზეც მოდის მსოფლიოში საჰაერო მგზავრთნაკადის 83%.

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები