Brussels Airlines 2024 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა. შესაბამისი რეიტინგი კომპანია AirHelp-მა გამოაქვეყნა. ეს კომპანია მგზავრების უფლებების დაცვითაა დაკავებული.
ბელგიური გადამზიდი ლიდერი 8,12 ქულიანი შეფასებით გახდა. მეორე ადგილზე კომპანია Qatar Airways გავიდა, 8,11 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია United Airlines-ს ხვდა წილად. ამ უკანასკნელს 8.04 ქულა მიანიჭეს. ლიდერთა ათეულში მოხვდა ასევე American Airlines (8,04), Play (7,89), Austrian Airlines (7,89), LOT Polish Airlines (7,84), Air Arabia (7,58), Widerøe (7,55) და Air Serbia (7,53).
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს-კლასისა და ბიზნეს-ლაუნჯისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა Qatar Airways-ს.