პოპულარული მხატვრული ფილმი Back To The Future 2016 წელს კვლავ დაუბრუნდება ტელეეკრანებს და მაყურებლებს კიდევ ერთხელ გაახარებს. განსაკუთრებით კი ლეგენდარული ავტომობილის De Lorien-ის გულშემატივრები დარჩებიან კმაყოფილები, რადგან “დროში მოგზაური” როგორც მას უწოდებენ, კვლავ მთავარ როლშია.
სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფილმის ძველი მსხახიობებიც უცვლელი შემადგენლობით ბრუნდებიან მაყურებლების წინაშე. მეოთხე ნაწილში სიახლე ლინდსი ლოჰანის მონაწილეობაა. როგორც ტრეილერიდან ჩანს, სუჟეტი საკმაოდ ჩახლართული და საინტერესოა, რაც შეეხება ახალ მსახიობს ის სულ რამდენიმე წამით ჩნდება ტრეილერში.
ასე რომ, მომავალი წელი გარდა უახლესი ავტომობილებისა, ავტომოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება… ტელეეკრანებს ლეგენდარული და უპოპულარულესი De Lorien უბრუნდება.