მსოფლიოში ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.1 მილიარდს გადააჭარბა.
Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 180 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 40 მილიონი ადამიანი იცრება.
ყველაზე მეტი 1.63 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 470 მილიონი დოზით. ინდოეთში ვაქცინების 467 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი – 345 მილიონი.
Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 35 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 49.6%, აშშ-ში 49.5%, დიდ ბრიტანეთში კი 57.1%.