LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ჰიფსტერული ქალაქი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს

82

მსოფლიოში ყველაზე ჰიფსტერული ქალაქი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. ამერიკულმა საიტმა MoveHub-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ყველაზე განსხვავებული, ახალგაზრდული და საინტერესო ქალაქი ბრაიტონია.

ლიდერთა ათეულში მოხვდნენ ასევე ლისაბონი და ჰელსინკი, დანარჩენი პოზიციები კი აშშ-ს ქალაქებმა დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ჰიფსტერული ქალაქების სიის შედგენისას სპეციალისტები ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ, როგორიცაა – ვეგანური რესტორნების რაოდენობა, ტატუ-სალონები, ვინტაჟური მაღაზიები, ყავახანები და მუსიკალური მაღაზიები ვინილის ფირფიტებით.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში სულ 20 ქვეყნის 446 ქალაქი მონაწილეობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები