LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებულმა მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა

104
0dTlE2zQ-DMID1-67bt2pw06-1280x720

ლუვრი გაიფიცა მაშინ, როცა მის წინ რიგში ასობით ტურისტი იდგა. გამოცემა The Associated Press-ის ინფორმაციით, ყველაზე პოპულარული მუზეუმის კარი 16 ივნისს დაიხურა.

ლუვრმა მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც თანამშრომლებმა გაფიცვა გადაწყვიტეს და საგანგებო კრება გამართეს. შედეგად, ტურისტებმა, რომლებსაც ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, მუზეუმში შესვლა ვეღარ შეძლეს.

გაფიცვის მიზეზი ჭარბი ტურიზმი გახდა. 2025 წლის იანვარში საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლუვრს კაპიტალური რემონტი ესაჭიროებოდა. მუზეუმის შენობას მოგზაურთა უზარმაზარი ნაკადების გამო დიდი დატვირთვა ადგება, რის გამოც თანამედროვე სტანდარტებს აღარ შეესაბამება.

გარდა ამისა, ცენტრალური მინის პირამიდაც, რომელიც 1989 წელს გაიხსნა, ტექნიკურად მოძველებულია. ცხელ დღეებში ის სათბურის ეფექტს ქმნის და მუზეუმის კლიმატურ პირობებს აუარესებს. შენობის რეკონსტრუქცია კი იგვიანებს, რადგან პარალელურად ჟორჟ პომპიდუს კულტურის ცენტრის რემონტი მიმდინარეობს, რომელიც ასევე 2025 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები