LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მატარებლის გზა ამერიკაში მდებარეობს

102

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მატარებლის გზა ამერიკაში მდებარეობს და საოცნებო მოგზაურობის ფასი მხოლოდ 97 დოლარია. რკინიგზა ჯერ კიდევ 1940-იან წლებშია აგებული და საუკეთესოს ტიტული მოგზაურებმა მას წლების წინ მიანიჭეს.

დაუვიწყარი მარშრუტი სტარტს სიეტლიდან იღებს და ლოს-ანჯელესში სრულდება. მთელი მოგზაურობა 35 საათსა და 30-მდე დანიშნულებას მოიცავს. გზად მგზავრებს ვაშინგტონის, ორეგონის და კალიფორნიის მთების, სოფლებისა და წყნარი ოკეანის დაუვიწყარი ხედების ნახვა შეეძლებათ. და რაც ყველაზე საინტერესოა, ვაგონებში სავარძლები ისეა განლაგებული რომ ლამაზი გზით ტკბობას ყველა მოგზაური შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები