LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყანა პორტუგალიაა

65

მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ქვეყანა პორტუგალიაა. მოგზაურთა პორტალმა InterNations-მა 188 ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები გამოკითხა და ტრადიციული რეიტინგი შეადგინა. პორტუგალია გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც წელს საპატიო ტიტული მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებს კი ტაივანი და მექსიკა იკავებენ. რაც შეეხება რეიტინგის ლიდერს, პორტუგალიაში მცხოვრებ უცხოელთა 94% თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს და ადგილობრივებს ძალიან სტუმართმოყვარედ აფასებს. 58% ფიქრობს, რომ პორტუგალიელებთან დამეგობრება ძალიან მარტივია, 47%-ის აზრით კი პორტუგალიაზე უკეთეს ადგილს უცხოელები ვერასდროს ნახავენ.

აღსანიშნავია, რომ საშუალოდ სტუმართმოყვარე ქვეყანათა შორის მოხვდნენ – ესპანეთი, რუმინეთი, კვიპროსი, მალტა, ირლანდია და საბერძნეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები