ულამაზესი ქალბატონი, ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, ყველა დროს საუკეთესო მსახიობი – ელიზაბეტ ტეილორს მართლაც უამრავი ტიტული აქვს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მისსის ტეილორმა მართლაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა როგორც კინო- ისე, მოდის სამყაროზე.
fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:
- მხოლოდ იმ კაცებთან მქონდა ინტიმური ურთიერთობა, ვისაც ცოლად მივყვებოდი. ბევრ ქალს შეუძლია მსგავსით დაიკვეხნოს?
- მდიდარი ქმრების ორი კატეგორია არსებობს – ნაწილს ფული აქვს ცოლის წყალობით, ნაწილს კი, ცოლი ჰყავს ფულის წყალობით.
- მართალია, ქალები მამაკაცებს გაიძვერა არამზადებს ეძახიან, მაგრამ მაინც არამზადებთან ურჩევნიათ ყოფნა, ვიდრე მათ გარეშე.
- გემოვნება ასაკთან ერთად ყალიბდება. 20 წლის წინ ისეთი მამაკაცები მომწონდა, ვისაც დღეს სადილზეც არ დავპატიჟებდი.
- სინდისი ბევრისთვის მხოლოდ გარშემომყოფთა აზრის შიშია.
- როცა პროდიუსერი იმდენად ბრიყვია, რომ მილიონ დოლარს მთავაზობს ფილმში, მე არ ვიქნები ბრიყვი, რომ ასეთ შეთავაზებაზე ვთქვა უარი.
- მშობლები ქორწინების პატივისცემას მასწავლიდნენ, ამიტომ ყველა ჩემი რომანი ქორწინებით დამთავრდა, თუმცა, ბევრი მაინც გარყვნილს მეძახის.
- მსხვილ გოგონებს ბრილანტებიც მსხვილი სჭირდებათ!
- სიყვარულს ჰარმონია სჭირდება, როცა ჰარმონია ქრება გაუცხოება ჩნდება და ცხოვრებაც ძალიან არაკომფორტული ხდება.
- თუ ადამიანს აშკარა ნაკლი არ აქვს, დარწმუნებული იყავი, რომ მისი ყველა ღირსებაც მოსაწყენი იქნება.
- შეგიძლია იყო ახალგაზრდა და უფულო, მაგრამ სიბერეში არაფრით არ შეიძლება ფულის გარეშე.
- მსუქნებსაც შეუძლიათ იყვნენ სექსუალური, მთავარია, თვითონ დაიჯერონ საკუთარი სექსუალურობა!