LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ამბები მოკლედ: მანჩესტერის ანტი და სხვების რეკორდები

95
LIVERPOOL, ENGLAND - APRIL 21:  Manchester United players look dejected during the Premier League match between Everton FC and Manchester United at Goodison Park on April 21, 2019 in Liverpool, United Kingdom. (Photo by Alex Livesey/Getty Images)

Betting Insider ბეილი არ ჭირდება ზიდანს. „რეალს“ უკვე აქვს წინადადებები. ამბობენ, „მანჩესტერზე“, „ბაიერნზე“, „ტოტენჰემზე“.

 

ბენზემამ ყველა ტურნირზე თავით 11 გოლი გაიტანა. ეს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

 

ბენზემამ 30 გოლი გაიტანა ამ სეზონში. ეს მისი მეორე შედეგია „რეალში“ ყოფნის პერიოდში.

 

ბენზემამ გააკეთა პირველი ჰეთ-თრიქი სეზონში. მან ბოლო 5 მატჩში 8 გოლი შეაგდო.

 

ლუკა მოდრიჩმა მე-300 მატჩი ითამაშა „რეალის“ შემადგენლობაში.

 

 

პოგბა „იუნაიტედში“ წლიურად 17 მილიონ ევროს იღებს. ასეთმა ხელფასმა და მინა რაიოლას დაძაბულმა ურთიერთობამ „რეალთან“, შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუშალოს.

„მანჩესტერი“ დამატებით 85 ათას ევროს უხდის ალექსის სანჩესს მოედანზე ყოველ გასვლაში.

„მანჩესტერმა“ ყველაზე დიდი მარცხი განიცადა სეზონში („ევერტონთან“ 0:4), ბოლო ორი მატჩი წაგებულია საერთო ანგარიშით 0:7.

„იუნაიტედმა“ პრემიერლიგის სეზონში 48 გოლი გაუშვა, ეს აკლუბის ანტირეკორდია.

„მანჩესტერი“ ბოლო 11 თამაშია გოლს უშვებს. 1998 წლიდან მოყოლებული ყველაზე უარესი სერიაა.

 

 

ალისონმა (“ლივერპული”) სეზონში მე-19 მშრალი მატჩი ითამაშა. ეს პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 10 წელიწადში.

„ლივერპულმა“ 88 ქულა მოაგროვა სეზონში. ეს ამ კლუბის რეკორდია პრემიერლიგაში.

 

 

კილიან მბაპემ „მონაკოსთან“ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ლიგა 1-ში ერთ სეზონში 30 გოლი გაიტანა.

ნეიმარმა პსჟ-ში ბოლო სამ თვეში პირველად ითამაშა.

 

მალკომს სურს „ბარსელონაში“ დარჩეს მინიმუმ ერთი სეზონით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები