LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე მათი ამბავი დამთავრებულია” – ზარქუა

45
ირაკლი ზარქუა

მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე მათი ამბავი დამთავრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში სიტუაციის მეტად რადიკალიზებას ცდილობენ.

„ეს ხომ მარაზმია! რა დონემდე დაეცა პარტია, რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან და მთავარი კონკურენტები არიან. ეს არის, რომ ღირებულებებისგან, ყოველგვარი ემოციებისგან დაიცალა პარტია. რა უნდა ქნან ახლა ამათ?! მე პირადად მივესალმები. სხვათა შორის, თავმჯდომარის პოსტზე რომან გოცირიძეს ვისურვებდი – ყველაზე გამოცდილი კაცია და ადეკვატური. მე მას მხარს ვუჭერ – ეს ისე, ხუმრობით. ეს მათი შიდა სამზარეულოა. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე მათი ამბავი დამთავრებულია!“, – განაცხადა ზარქუამ.

ამავე თემაზე:

ბაჩო დოლიძე: ჩვენ უკვე ვიცით დასახელებული კანდიდატების ვინაობა, დარწმუნებული ვარ კიდევ დაემატება

შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 22 ნოემბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის წესი უნდა მოამზადოს

იყო აზრთა სხვადასხვაობა, როცა მელიამ კეზერაშვილი ოლიგარქობაში დაადანაშაულა – იგივე მესიჯბოქსზე დაჯდა, რასაც „ქოცები“ აჟღერებდნენ: პეტრე ცისკარიშვილი

 

magti 5g