მეორე ორსულობის შემდეგ კიმ კარდაშიანმა რამდენიმე ათეული კილოგრამი მოიმატა, თუმცა რეალითი-ვარსკვლავმა მშობიარობიდან უმოკლეს დროში დაიწყო აქტიური ფიზიკური ვარჯიში და სასურველ ფორმაშიც დაბრუნდა.
მას შემდეგ, კიმი არ ერიდება მოხდენილი სხეულის დემონსტრირებას და ამისთვის შანსს არ უშვებს ხელიდან, ხშირად კი, დემონსტრირებას საკმაოდ ეპატაჟური სახეც ეძლევა.
ამ დღეებში, კანიე უესტის მეუღლე კალიფორნიაში პაპარაცებმა გადაიღეს. კიმს ტანზე მომდგარი წითელი ბოდე, პრიალა ლეგინსები და საკუთარი მეუღლის უახლესი კოლექციიდან ფეხსაცმელი ეცვა. აღნიშნულ ვიზუალში კარგად ჩანდა კარდაშიანის გამოკვეთილი ფორმები, განსაკუთრებით დიდი ზომის თეძოები და საჯდომი, რომელსაც ის თავის მთავარ ღირსებად მიიჩნევს.