LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია დაწესებული რეგულაციების აღსრულება, მაგრამ კონცერტები? : ბიძინა კულუმბეგოვი

78
კულუმბეგოვი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ახალი შეზღუდვები წესდება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, მთავარია დაწესებული რეგულაციების აღსრულება მოხდეს, თუმცა კულუმბეგოვს აინტერესებს რატომ არ უქმდება კონცერტები.

გაბრაზებული არა, დაღლილი ვარ: ამირან გამყრელიძე

„ხვალიდან, 10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება

სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია – 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში აღნიშნული ობიექტები დაილუქება

აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში

კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00-05:00 საათამდე პერიოდში.

პ.ს. ეხლა მთავარია ამათი აღსრულება, მაგრამ კონცერტები???“, – წერს კულუმბეგოვი.

ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება

ქორწილის, ქელეხის და მსგავსი ღონისძიებებისთვის კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება

ღამის კლუბების ფუნქციონირება ღია და დახურულ სივრცეებში კვლავ იკრძალება

პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს: ამირან გამყრელიძე

magti 5g