LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა დღეიდან ბიზნესის შემოწმებას იწყებს

98
84394210-2881208631968777-5062442672933830656-o

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მეწარმეებს მოუწოდებს კარგად მოემზადონ, ვინაიდან, მთავრობა ბიზნესების შემოწმებას დღეიდან დაიწყებს.

„ახლა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გვაქვს ნებადართული საქმიანობები და რიგი ბიზნესების საქმიანობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდებით იმაში, რომ უსაფრთთხოების ნორმები აქვთ დაცული. ძალიან ოპერატიულად განვათავსეთ ჩვენ აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე, ბიზნესის საქმიანობის გასამარტივებლად. ბიზნესი ძალიან აქტიურობს, რადგან უნდათ, რომ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობის ჩვეულ რიტმს, მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა. ასობით აპლიკაცია არის შემოსული. დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შესული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები. პირველ რიგში, ვიწყებთ იმ საწარმოების შემოწმებას, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება. ეს მათ აკისრებთ დიდ პასუხისმგებლობას და დავიწყებთ დიდი საწარმოების შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული. ეს პროცესი ინტენციურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ დღეში 50-მდე საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებაც, რომლებსაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g