LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური – ლევან სილაგავა

65
6163eb65920d9

თუ მოხდა ფასის დინამიკის ზრდა, მაშინ პურის ფასთან მიმართებაში მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური. ინსტრუმენტები დაზუსტდება. შეიძლება ეს იყოს ხორბლის სუბსიდირება, ან ფქვილში სუბსიდირება, ან პურთან მიმართებაში, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო, საქართველოში ხორბლის იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ყაზახეთიდან გაძვირებული ფასით, სავარაუდოდ ერთ თვეში, ან თვე-ნახევარში დაიწყება, რაც შესაბამისად, პურის ფასზეც აისახება.

როგორც სილაგავა ამბობს, საქართველოში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 1 თვის მარაგია და ხორბლის ქვეყანაში შემოტანის კუთხით პრობლემა არ შეიქმნება. „ჩვენ ვაკეთებთ გადართვებს სხვა ბაზრებზე. ანუ ის, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის შედეგად რუსეთი სანქციების ქვეშ არის და ევროსა და დოლარის გადარიცხვები არ ხდება, შესაბამისად, ის რაც რუსეთიდან ახლა შემოვა, შემოვა ძველი კონტაქტებით. ამის შემდეგ კი უკვე გადართვები არის სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ყაზახეთზე. ხორბლის გარეშე ქვეყანა არც ერთ ვარიანტში არ იქნება. უბრალოდ ეს შემოსვლები, რომლებიც ახლა შემოვა, იქნება, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი მსოფლიო ტენდენციიდან გამომდინარე,” – განაცხადა სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g