პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ონში, ვახტანგ VI-ის ქუჩა N63-ში მდებარე 1149 კვ.მ. სახელმწიფო ქონება იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია ტერიტორიაზე სულ მცირე 10 ნომრიანი სასტუმრო მოაწყოს.
შეგახსენებთ, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.