სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ქართველ დიზაინერებს მათთვის სასურველ საერთაშორისო შოურუმებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება.
ექსპორტის მხარდაჭერისა და განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სააგენტო ამ მიმართულებით 2018 წლიდან მუშაობს. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის მიერ მხარდაჭერილი შოურუმების შედეგად კი, 3 მლნ ევროზე მეტი ღირებულების პროდუქტის ექსპორტი უკვე განხორციელდა.
თქვენთვის სასურველ შოურუმში მონაწილეობის მისაღებად, შეავსეთ კითხვარი → https://bit.ly/32JndwP