LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა რადიომაუწყებლებს წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს

94
06o7iseqab8ab84

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანებასა და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს პატიობს.

როგორც ნათია თურნავა ამბობს, ჯამში, საუბარია 24 რადიომაუწყებელ კომპანიაზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში, არსებობს კომპანია შპს საქართველოს ტელე-რადიოცენტრი, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, ანძებს ფლობს. ამ ანძების მეშვეობით, სხვადასხვა სიხშირეს ვაწვდით რადიომაუწყებლებს. ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას, ცოტა ხნის წინ, 24-მდე რადიოკომპანიამ მიმართა. მათ მოითხოვეს ტელე-რადიოცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდით ახსნეს. მთავრობამ გაიზიარა ეს არგუმენტაცია, რადგან მათთვის ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g