LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა თანახმაა – ანაკლიის პორტის პროექტში ჰოლანდიური კომპანია ჩაერთვება

127
3b

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანია Van Oord-ს ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა. აღსანიშნავია, რომ Van Oord „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი გახდება, რის სანაცვლოდაც პროექტში 5 მლნ დოლარს ჩადებს.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა უკვე მისცა.

შეგახსენებთ, კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი მერიდიანიჰყავს წარდგენილი, რომელიც ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები