LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ სოციალურად დაუცველები, შესაძლოა, საჯარო სამსახურებში დაასაქმოს

127
266707526-4748098358580430-812900316572533612-n

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ამუშავების” პროგრამის ძირითადი კონცეფცია უკვე არსებობს და 2022 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

„დასაქმების სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ, რომელიც დღეს იღებს სოციალურ შემწეობას. ორი ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი – მოხდეს შრომისუნარიანი ადამიანების მაქსიმალურად დასაქმება კერძო სექტორში, მაგრამ კერძო სექტორი თუ ვერ ახერხებს მოსახლეობის დიდი რადენობის დასაქმებას, ჩვენ მოვახდენთ საჯარო სამსახურებში სამუშაო ადგილების შექმნის დაორგანიზებას. ამ მიმართულებით სამინისტროები უკვე მუშაობენ, თუ რა საჭიროებები გვაქვს და სად შეიძლება ადამიანების დასაქმება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება განათლების კომპონენტი, რაზეც შესაბამისი უწყება უკვე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g