LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაზე კონსოლიდაცია საქართველოსაც შეეხოს: გიორგი გახარია

143
გიორგი გახარია

„მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უკრაინაზე კონსოლიდაცია საქართველოსაც შეეხოს“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, ქვეყანა ცხელ ომში არ იყოს ჩათრეული, მაგრამ ამავე დროს, არ იყოს იზოლირებული თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსგან.

“დიდი მნიშვნელობა აქვს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეინარჩუნოს სამუშაო ძლიერი პარტნიორობა კიევთან და მოლდოვასთან.

ყველა ვხედავთ, რა არის გეოპოლიტიკური ცვლილება – ძალების წარმოუდგენელი კონსოლიდირება უკრაინის ირგვლივ. საქართველო, რომელიც არის უსაფრთხოების უმძიმესი რისკების ქვეშ, ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს და უკვე უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკრაინის გარშემო კონსოლიდირება ჩვენც გვფარავდეს.

ჩვენც ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენც გამოვიარეთ რუსეთთან ომი 2008 წელს. ჩვენ ეს ფასი სისხლით უკვე გადახდილი გვაქვს და არავის აქვს უფლება, მთავრობამ ვერ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა, დაიმალოს და ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, კიევსაც, არ ჰქონდეს მოტივაცია, ის კონსოლიდაცია, რაც არსებობს, საქართველოსაც შეეხოს”. – თქვა გიორგი გახარაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს არავინ სთხოვდა, სანქციებს სრულად შეერთებოდა, თუმცა, ხელისუფლებას უკრაინისთვის მორალური მხარდაჭერის გამოცხადება მაინც შეეძლო. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები