LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის უარი ბიზნესს: სათხილამურო კურორტები 1-ლი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ

72
page

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების ერთდროული თავშეყრა კორონავირუსით ინფიცირების მაღალ რისკს წარმოადგენს.

„სწორედ ეს არის მიზეზი არამხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში სადაც სათხილამურო ტურიზმი მათი ეკონომიკის და ტურიზმის წამყვანი დარგია, სათხილამურო კურორტი რომ არ ფუნქციონირებს. ასეთივე რისკები გვაქვს საქართველოში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები პირველი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ,”- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობას ესმის, რომ ბიზნესს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, რთული ვითარება აქვს, თუმცა, ასევე არსებობს ვალდებულებაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონის მართვის.

ეს ეტაპობრივი მოხსნა ჩვენთვის საერთოდ არ იყო არანაირი შემსუბუქება - ერეკლე კოკაია

მთავარი მოთხოვნა ზამთრის კურორტების გახსნაა, არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია

„ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შეხვედრა, ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის ბიზნესთან პროცესში ჩართული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლების, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი საუბრის ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ, წარმატებით ვმართოთ და სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის განმავლობაში, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება“- დასძინა ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები