LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდაზე CAFÉ BLUE გაიხსნა: სივრცე ყველასთვის, ღვინის სარდაფი ტერასაზე, ძველი და Artdeco სტილი ინტერიერში და უნიკალური მენიუ

831
ipiccy-image

თბილისის ერთ-ერთ ძველ და გამორჩეულ უბანში, კერძოდ, მთაწმინდაზე, მიხაი ზიჩის 9 ნომერში CAFÉ BLUE გაიხსნა. კვების ობიექტმა ოპერირება რამდენიმე დღეა დაიწყო და 11 ადამიანი დაასაქმა.

„მიუხედავად პანდემიისა და სხვა თანმდევი ეკონომიური კრიზისებისა, ჩვენი Cafe Blue მაინც დაიბადა, 2021 წლის 5 ივნისს“, – აცხადებენ CAFÉ BLUE-ს მენეჯმენტში.

რაც შეეხება იმას, თუ რითი გამოირჩევა ახალი კვების ობიექტი ბაზარზე არსებული უამრავი კონკურენტისგან, „ფორტუნას“ CAFÉ BLUE-ს გუნდმა ასეთი პასუხი გასცა: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა სარესტორნო სფეროში, ფაქტია, ჩვენმა გუნდმა მაინც შეძლო, რომ ყველასგან გამორჩეული სივრცე შეექმნა თბილისის ძველ უბანში, სივრცე ყველასთვის! თუმცა, გამოვყოფდით შემდეგ უპირატესობებს: ჩვენს კაფეს აქვს საკუთარი ღვინის სარდაფი ღია ტერასაზე, რომელიც ქართული აგურით არის გაკეთებული და სადაც მოთავსებულია საქართველოს ყველა კუთხიდან, საუკეთესო და შერჩეული, მცირე და საშუალო საოჯახო მარნების ნატურალური ღვინოები. შერჩევა ხდება გამჭირვალედ, დეგუსტაციის საშუალებით და შერჩევაში გვეხმარებიან ყველასათვის ცნობილი დარგის სპეციალისტები და სერტიფიცირებული სომელიები. ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანიც, სწორედ რომ ღვინოს და ვაზს უკავშირდება: გვინდა, მოვახდინოთ მცირე და საშუალო საოჯახო მარნების პოპულარიზაცია და ამავდროულად ,მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ძვირფასს სტუმრებს, დააგემოვნონ ნამდვილი ქართული ტრადიციებით დამზადებული ნატურალური ღვინოები, რომელიც ჩვენ ყველას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს ასე ძლიერად გვეამაყება. აგრეთვე, ლოკაციაც არის ჩვენი კაფის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, და რაც მთავარია, CAFÉ BLUE-ს ულამაზესი ინტერიერი, სადაც შეზავებულია ძველი და Artdeco სტილი, ასევე აღსანიშნავია ჭურჭელი რითაც ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს, აუცილებლად სანახავია“, – განმარტავენ CAFÉ BLUE-ში.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ძველ უბანში გახსნილი კაფე გამორჩეულია სამზარეულოთიც. „მართლაც უნიკალური მენიუ გვაქვს, რომელსაც ჩვენი “ჯადოქარი” შეფ-მზარეული მთელი გულით და ყურადღებით ამზადებს, თითოეულ იგრედიენტს თვითონ არჩევს, რათა სტუმარმა მიირთვას ნატურალური და ჯანსაღი კერძი. მენიუში, ძირითადად, არის ქართული, ფრანგული, და იტალიური კერძები და რაღა თქმა უნდა დესერტები. აგრეთვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს „ბლუ სენდვიჩი“ – რომელიც მართლაც რომ სასწაულია და ჩვენი შეფის საიდუმლოდ გამომცხვარი პური“, – აღნიშნავენ კაფის მენეჯმენტში.

მათივე განმარტებით, მიუხედავად პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისა, საზოგადოების მხრიდან მაინც დიდი მხარდაჭერა იგრძნობა და ხალხი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. როგორც CAFÉ BLUE-ში ამბობენ, კაფის დატვირთვამ მოლოდინს გადააჭარბა და სოციალურ ქსელში ახალ კვების ობიექტს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის გახსნის კაფეში უკვე სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ: „მომავალში ვგეგმავთ, რომ ჩავატაროთ ყოველწლიურად, ნატურალური ღვინის დეგუსტაციის ღონისძიებები მცირე და საშუალო საოჯახო მარნების პროდუქციებზე. ეს ღონისძიება ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს როგორც დარგის განვითარებას, ასევე პოპულარიზაციას. ასევე, ჩვენი გუნდი აპირებს, რომ კახეთში საკუთარი ვენახები გაააშენოს და ჩვენი საკუთარი ჩამოსასხმელი ქვევრის ღვინო შევთავაზოთ სტუმრებს“, – განმარტავენ CAFÉ BLUE-ში.

ამას გარდა, კომპანია მომხმარებელს ყოველკვირეულ აქციებსა და აქტივობებს ჰპირდება, რომლებსაც თვალი სოციალურ ქსელში, CAFÉ BLUE-ს ოფიციალურ გვერდებზე უნდა მიადევნოთ www.cafeblue.ge 

Facebook

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g