LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით – თემურ ჯანაშია ანზორ ჩუბინიძეს

99
BeFunky-collage (5)

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობით, დასაკითხად იყო დაბარებული, მიმდინარე სასამართლო სხდომა დატოვა.

„ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც დღეს იხილება არანაირი შეხება არ მაქვს“- ანზორ ჩუბინიძემ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა

მხარეებს შორის დისკუსიის შემდეგ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თქვა, რომ მოწმეს ჩვენების მიცემას ვერ აიძულებდა.

პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ სასამართლო სხდომაზე ამჟამინდელი ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სიმართლეს ზურგი შეაქცია.

“მე დღეს მრცხვენია, როცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იქცევა ასე, ზურგს აქცევს სიმართლეს, არ ამბობს, არ უდგას ყოფილ თანამშრომლებს გვერდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო ანზორ, ამას ნუ იზამთ, იმიტომ, რომ ეს იქნება, რაც მთელი ცხოვრება გაგაწამებთ.

ეს არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ვეთამაშოთ საკუთარ სულს, ვეთამაშოთ ჩვენს საკუთარ თანამშრომლებს, ეს იქნება დიდი სირცხვილი, რასაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვერ ჩამოირეცხავს. მე რაც არ უნდა 11 წელი ციხეში ვიჯდე, ეს არ იქნება იმხელა სირცხვილი, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ.

ეს იქნება დიდი სირცხვილი, რომელიც თქვენც შეგარცხვენთ, მთელი ცხოვრება დაგტანჯავთ და დატანჯავს თქვენს შთამომავლობას, რომ თქვენ შეგეძლოთ სიმართლის თქმა და არ თქვით, ეს არის სიმართლე“,- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

ასევე იხილეთ:

გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

სააკაშვილი ივანიშვილს: ძალიან ცუდი ამბავი მაქვს შენთვის ძმაო, ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ასე როგორ დაგოიმდი

“ერთი წუთით, არ გაიყვანოთ, მოისმინოს, რასაც ვიტყვი” – რატომ დაატოვებინეს თაკო ჩარკვიანს სააკაშვილის სასამართლო პროცესი

გვარამია პროკურორს: “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”

magti 5g