ძალიან ცუდი ამბავი მაქვს შენთვის ძმაო – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს სასამართლო პროცესზე.
„ძალიან არასწორი „სტავკა“ გააკეთე, ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ გააკეთე „სტავკა“, ასე, როგორ დაგოიმდი“, – მიმართა მესამე პრეზიდენტმა ივანიშვილს.
მან აღნიშნა, რომ დღეს საქართველო რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ სრულიად მარტოა.
გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
სააკაშვილმა საქართველოში ანდრეი დუდას ჩამოსვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან შეხვედრა მოინდომა, მაგრამ ის „აორთქლდა“.
„სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, ამინდზე ისაუბროს, მაგრამ მას არავინ არაფერს ეკითხება. ღარიბაშვილს დაემართა ვითომ კოვიდი. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრს დაველაპარაკებიო, მაგრამ მასაც კოვიდი აღმოაჩნდა. მოკლედ ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის მხარეს და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“. – აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა,
„პრობლემა ისაა მეგობრებო, რომ და ეს უკვე აღარაა სახუმარო, რომ რომ ახლა რაზეც მე ვსაუბრობ, მიდის ჩვენს საზღვრებს შიგნით და მიდის აქტიური ბორდერიზაცია.“
მის თქმით, დღეს საქართველოს „სახუმარო სიტუაცია არ აქვს“.
ბიძინა ივანიშვილს თავი რომ მოაქვს, რომ ვითომ მის დროს ომი არ ყოფილა. მინდა გითხრათ, რომ მის დროს ქალაქ სოხუმისა და ცხინვალისხელა ტერიტორია დაკარგა ერთი გასროლის გარეშე.
როდესაც რუსეთს 2009 წელს ანაკლიის წაღება უნდოდა, მე მომიხდა ორჯერ ჩასვლა ბაიდენთან, მომიხდა პრეზიდენტ ობამასთან ჩასვლა და რამდენჯერმე დალაპარაკება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახლა საქართველოს არავისთან დაკავშირება აღარ შეუძლია.
„ჩვენ კოვიდი გვჭირს მასობრივად და საქართველო სრულიად დაუცველია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
გვარამია პროკურორს: “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”