LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

199
Untitled design - 2022-02-09T113608.135

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი – ანზორ ჩუბინიძე მისცემს.

სხდომის დასაწყისში მოსამართლემ ბრალდებულ სააკაშვილს 15 წუთიანი სიტყვა მისცა. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, სადაც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლები.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ, პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე.

სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სხდომას დახურავდა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

„გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა, თქვენი ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს შენიშვნა მისცა.

„ვინაიდან აქ გამოსვლა შეურაცხმყოფელია როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე თქვენ ახლა გაძლევთ შენიშვნას, თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დატოვებთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებ საქმის განხილვას“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g