ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაატოვებინეს. ის მანდატურმა გაიყვანა სხდომათა დარბაზიდან.
სხდომის დატოვებამდე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ “სირცხვილია გაასამართლოს სამარცხვინო პროკურორმა სახელმწიფოს აღმშენებელი”.
თაკო ჩარკვიანმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა, რომ “ამაზე ნუ მოაწერს ხელს”.
“კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი. მე მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი 9 წელი, მაგრამ ახლა, რუსეთის კორუფციონერების ხელში ჩავარდა ქვეყანა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
სხდომის დატოვებამდე მოსამართლემ ჩარკვიანს და ზოგადად, დარბაზში მყოფებს მიმართა.
„ ერთი წუთით, არ გაიყვანოთ. მოისმინოს, რასაც ვიტყვი… თუ მიგაჩნიათ, რომ ეს პროცესი სამარცხვინოა და ფარსია და საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ “ სამარცხვინო პროცესში”, დარჩით სახლში და უყურეთ ტელევიზორიდან. ის, რომ ისტორიული პროცესია ამის შეხსენება არ მინდა”, – განაცხახა მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
გვარამია პროკურორს: “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”
გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე