LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი დღე ითხოვდა ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რა ვუპასუხო…როგორ ავუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა – 8 წლის დათის დედა

6350
daTi da deda

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

„დათი გუშინ მთელი დღე ითხოვდა, ფეხი გამისწორეო, მარჯვენა ფეხიო… რამდენჯერმე მივედი და გავუსწორე ის ერთი ცალი, რაც დაგვრჩა??

მიკონკრეტებს ეგ არა, მეორეო??

არ ვიცი, რა გავაკეთო… რა ვუპასუხო…როგორ აუხსნა, რომ მეორე ფეხი აღარ აქვს, რომ წელამდეა გადაჭრილი ჩემი პატარა???

ნახევარი ბავშვი მიწევს საწოლზე და გული მისკდება რომ ვუყურებ???“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 8 წლის მოზარდს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 

დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.

8 წლის დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

დათისთვის გადასარჩენად შეგიძლიათ დარეკოთ მაგთიდან და ბილაინიდან შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:

0901 000 903 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
#დათისთვის

“ჩვენი სუპერგმირი ამასაც დაძლევს” – შარტავას ქუჩაზე დაშავებული პატარა დათის შესახებ მორიგი ინფორმაცია ვრცელდება

„სუპერ ბიჭი კლინიკაში“ – სოციალურ ქსელში 8 წლის დათის ახალი ფოტო ვრცელდება

„მეუბნებიან, წლები ისე გადის, რომ ასეთი მძიმე პაციენტი არ გვყავსო… ყველასთვის წარმოუდგენელია, ბავშვი ამდენს რომ უძლებს“ – დათის დედის ემოციური ინტერვიუ

„გუშინ გაიღვიძა, მშობლები ნახა, ვერ კონტაქტობს, მაგრამ ემოციებს გამოხატავს“ – შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვს ისრაელში გადაიყვანენ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g