”უოტფორდის” თავდამსხმელის, ანდრე გრეის ტატუირებული სხეული გულშემატკივრის აღფრთოვანებას იწვევს.
გრეიმ თავისი სხეული ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცია.
ამჯერად ტატუების მოყვარულმა ფეხბურთელმა ზურგი ამოისვირინგა. მის სხეულზე გამოსახულია იმ ადამიანების სახეები, რომლებიც სხვადასხვა დროს სამოქალაქო უფლებებისათვის იბრძოდნენ.
ინგლისის პრემიერლიგის ახალდაწყებულ სეზონში გრეის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაა.
”უოტფორდმა” ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში ”ბარნლისგან” შეიძინა და მის სანაცვლოდ 20,4 მლნ ევრო გადაიხადა.
26 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 15 მლნ ევროს შეადგენს.