რამდენიმე დღის წინ, მედია შოკის მომგვრელმა სიახლემ მოიცვა. ესპანური ტაბლოიდების ცნობით, პიკეს ახალმა შეყვარებულმა, 23 წლის კლარა ჩია მარტიმ მას 52 წლის გვარდიოლასთან უღალატა. ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი და უამრავი კომენტარი გამოიწვია.
პიკეს კარმა წამოეწია – კლარა ჩია მარტიმ ჟერარს გვარდიოლასთან უღალატა – ესპანური მედია
ცხადია, საზოგადოება ზედმიწევნით ადევნებს თვალს ვარსკვლავური „ოთხკუთხედის“ სოციალურ ქსელებს. პიკესა შესაძლო ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გვარდიოლამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ის ამაყი, კმაყოფილი სახით, ჩიბუხს აბოლებს.
„შაბათი, ამას მთელი სხეულით ვგრძნობ“, – ასე დაასათაურა ფოტო „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა.