უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, აზოვსტალზე ოკუპანტებთან მოლაპარაკებები რთულია.
“ომში სასწაულები არ ხდება, მკაცრი რეალობებია. მხოლოდ პრაგმატული მიდგომა მუშაობს. პრეზიდენტის ბრძანებაა, რომ ჩვენი ხალხის იქიდან გამოსაყვანად ყველაფერი გავაკეთოთ. გუნდი მუშაობს, მტერთან მოლაპარაკება ძალიან რთულია. შედეგმა, შესაძლოა, ყველა არ დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ჩვენი ბიჭების გამოყვანაა. ყველასი, ცოცხლების. ღმერთმა ქნას, ყველა გადავარჩინოთ”, – აცხადებს ვერეშჩუკი.
მოლაპარაკებების სირთულეზე საუბრობს დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პავლო კირილენკოც.
,,რთული მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, რათა თანდათან, დამცველები გადავარჩინოთ, რადგან რუსეთის ფედერაცია თავისი პირობებისა და მოთხოვნების კარნახს ცდილობს. პირველ რიგში მძიმედ დაჭრილი მებრძოლები იქნებიან”, – განაცხადა კირილენკომ.