მთიანაჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება იგეგმება. მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება და პოპულარიზაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარი პრიორიტეტია.
დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში გეგმავს:
✅ ახალი საპიკნიკე და ტურისტული თავშესაფრის მოწყობას
✅ ახალი ბილიკების გაჭრა/მარკირებას
✅ სამთო ველობილიკის მოწყობას
✅ ხიხანზე ასასვლელი ბილიკის მოწყობას
✅ მთების, ტყეებისა და ტურისტულად საინტერესო სოფლების კვლევას
✅ ახალ ტურისტულ მიმართულებებზე ინფოტურების მოწყობას.