LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარი გზების ნაცვლად: რა მომავალი აქვს თბილისში წყლის ტრანსპორტს?

223

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეას განიხილავს.

როგორც მათ მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, მტკვარზე,  მისი გრძივი ღერძის გასწვრივ, შესაძლოა, მგზავრების გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებად წყლის ტრანსპორტი გამოიყენონ.

„მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით) მათი ეფექტურად გამოყენებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითია გასათვალისწინებელი:

  • მდინარის საკანალიზაციო და სხვა ნარჩენებისგან გათავისუფლება
  • გამოსაკვლევია მდინარის ნაპირების სიღრმე ნაოსნობისთვის
  • აუცილებელია წყლისა და ქუჩის სიმაღლის დონეებს შორის არსებული დიდი სხვაობის შემცირება მდინარის ნაპირებთან მიწვდომადობის თვალსაზრისით“, – ნათქვამია გენერალური გეგმის დოკუმენტში.

 

გასათვალისწინებელია წყლის დონე და დაბინძურების ხარისხი

როგორც “ფორტუნასთან” ცირა ელისაშვილმა განაცხადა, მსგავსი ინიციატივა კადიდ ჩარკვიანმა საბჭოთა პერიოდში წამოაყენა.

“იყო საუბარი იმაზე, რომ მტკვარზე ყოფილიყო სატრანსპორტო სისტემა. თუმცა, ამ პროექტის განხორციელებას ბევრი კვლევა სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც წყლის დონეზე, რომელიც სეზონურად იკლებს…”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა “ფორტუნასთან.”

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ მტკვარი თბილისის ტერიტორიაზე ძალიან დაბინძურებულია და მისი დასუფთავება არავის ევალება.

შესადგენია მარშუტები, ასარჩევია წლის ტრანსპორტის სახეობა და ა.შ. თუმცა, შეუძლებელი არაფერია და ამას სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ადასტურებს.

 

სხვა ქვეყნების გამოცდილება

წყლის ტრანსპორტს მსოფლიოში აქტიურად გამოიყენებენ: სტამბოლში (თურქეთში), ბანკოკში (ტაილანდში) და ლაგოსში (ნიგერიაში), ვენეციაში (იტალიაში) და ა.შ.

“ფორტუნა” გთავაზობთ წყლის ტრანსპორტის წარმატებულ ვარტიანებს.

სტამბოლი:

სტამბოლის ევროპულ და აზიურ მხარეს ერთმანეთთან წყლის ტრანსპორტი აკავშირებს. საბორნე ხაზებს აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 40% უკავია. წელიწადში წყლის ტრანსპორტს 50 მლნ მგზავრი გადაჰყავს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სისტემის გამართულობაზე მეტყველებს კიდევ ერთი ფაქტი: საბორნე სისტემა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებებთანაა დაკავშირებული. ავტობუსების ტერმინალები, მეტროს სადგური და გემები, სატრანსპორტო რუკაზე ერთიან მოსახერხებელ სამგზავრო სისტემას ქმნის, რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს.

ვენეცია:

ვაპორეტო – წყლის ავტობუსია ვენეციაში. აქ ჩასულებს ორი არჩევანი აქვთ, მოარონ ქალაქი ფეხით ან ისარგებლონ წყლის ტრანსპორტით, რომელიც ძალიან მოხერხებულია.

ვენეციაში მოქმედებს წყლის ტაქსის სერვისიც. ზუსტად ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში ტაქსები მუშაობენ – ოღონდ წყალზე.

ბანკოკი:

ბანკოკს აღმოსავლეთ ვენეციას უწოდებენ. აქ წყლის სატრანსორტო სისტემა 1522 წელს შეიქმნა და ყოველდღიურად 100,000 მგზავრი გადაჰყავს.

ლაგოსი

აფრიკის სწრაფად მზარდ ქალაქში ლაგოსში, 2012 წელს მოსხლეობის რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა. ქალაქი ლაგუნის გარშემო მდებარეობს, შესაბამისად მოსახლეობის მარტივად გადაადგილების და გზების განტვირთვისთვის წყლის ტრანსპორტის განვითარება პრობლემის გადაჭრის გზად მიიჩნიეს, თუმცა კომპანიებმა რომლებმაც ეს საქმე ჩაიბარეს, წყლის ტრანსპორტი მოსახერხებელ სამგზავრო სისტემად ვერ ჩამოაყალიბეს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები