მთლიანად რეგიონში საქართველო უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ლოგიკური ახსნაა, რომ ზელენსკის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი ინტერესი აქვთ: ერთი, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არ იყოს კარგი ურთიერთობა და მეორე – რუსული აგრესია გამოიყენონ, რომ საქართველოში იყოს არეულობა და რამენაირად ჩაითრიონ ამ ომში,
„მთლიანად რეგიონში საქართველო უკრაინის ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. მათ შორის, საგარეო მხარდაჭერას აქვს კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე ჰუმანიტარულს და აქაც საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია. როდესაც ამ ყველაფრის გამო, ერთ ქვეყანას უწუნებ მხარდაჭერას და მეორეს მადლობას ეუბნები, გაცილებით ნაკლები მხარდაჭერის პირობებში, ეს ნამდვილად არათანმიმდევრულია, რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი იმ ძალიან ცოტა ქვეყანას შორის, რომელთა ნეიტრალურობის ბალანსი უკრაინისთვის გასაგებია
