ადელმა და ჯენიფერ ლოურენსმა უქმეებზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აიწყვიტეს. ქსელში 30 წლის მომღერლისა და 28 წლის მსახიობის გართობის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომლებიც მანჰეტენზე მდებარე ცნობილ გეი კლუბში, Pieces არის გადაღებული.
აღსანიშნავია, რომ კადრებში ვარსკვლავური წყვილი არაფხიზელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი.

იმ ფონზე, როცა ,,ოსკაროსანი” ლოურენსის ლოთობას საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია, ინტერნეტში წერენ, რომ ,,გრემის” მფლობელი ადკინსისგან ასეთ ქცევას არ ელოდნენ.
I’M AT PIECES AND ADELE AND JENNIFER LAWRENCE ARE HERE LMFAOO pic.twitter.com/sQfzOcRJmh
— Joe Michael (@theJoeMichaell) March 23, 2019
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სიმთვრალისგან აყირავებულ ადელს, რომელიც სიცილისგან თავს ვერ იკავებს, ჯენიფერი ემოციურად ამხნევებს.
https://twitter.com/evanrosskatz/status/1109458820982628352?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1109458820982628352&ref_url=https%3A%2F%2Fwww.vulture.com%2F2019%2F03%2Fjennifer-lawrence-tackled-adele-at-a-nyc-gay-bar.html
როგორც ჩანს, უქმეები გოგონებმა განტირთვისთვის მაქსიმალურად გამოიყენეს, თუმცა როგორი იყო მათთვის მომდევნო დღე ჯერჯერობით უცნობია.